14-15 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტისა და იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის ორგანიზატორობით, ჩატარდება მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ახალი ინიციატივები".
კონფერენციის ძირითადი მიზანია, საერთაშორისო ქვეყნებში სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში განხორციელებული უახლესი კვლევების წარმოჩენა და მათი გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის;
აგრეთვე, საერთო მიმართულებით მომუშავე მეცნიერთა დაახლოება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, იხილოთ კონფერენციის მოსაწვევი და გაეცნოთ საინფორმაციო მასალას.