სტუ
13/08/2024

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდია (2025 – 2026)

შვეიცარიის მთავრობა ქართველ მკვლევრებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: 

  • სადოქტორო, 

  • პოსტ-სადოქტორო,

  • სამეცნიერო-კვლევით საფეხურებს.

საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ნოემბერი, 12:00 საათი. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch

სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ბმულზე: იხილეთ აქ.