26 ივლისს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები დაინიშნა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ფაკულტეტის საბჭო განცხადებას ავრცელებს:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 04 ივლისის სხდომაზე (სხდომის ოქმი №12) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
8. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები
4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2024 წლის 12 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში:
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
6. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2024 წლის 10 ივლისაამდე. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
7. კანდიდატთა მიერ სამოქმედო გეგმის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2024 წლის 25 ივლისს.