27 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები."
კონფერენცია გაიმართა N 406 აუდიტორიაში და მას ხელმძღვანელობდა საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: პროფესორი გია ნაცვლიშვილი, პროფესორი ნინო ჩაჩავა, აკადემიური დოქტორი ბადრი გორგილაძე და ასისტენტ-პროფესორი შოთა გელაშვილი.
სამუშაო სესიების მიმდინარეობისას პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს უაღრესად საინტერესო და აქტუალური თემები, რომელთა მიზანი იყო თანამედროვე გამოწვევების გააზრება და მათი გადაჭრის გზების განხილვა.
კონფერენციის მუშაობა წარიმართა ინგლისურ ენაზე.
კონფერენციის დღის წესრიგი: