27 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინის ფაკულტეტზე საერთაშორისო კონფერენცია - “არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები” ჩატარდება.
კონფერენციას, რომელიც N 406 აუდიტორიაში გაიმართება, საორგანიზაციო ჯგუფი ხელმძღვანელობს. ჯგუფის წევრები არიან: პროფესორი გია ნაცვლიშვილი (gia_natsvlishvili@yahoo.com) , პროფესორი ნინო ჩაჩავა (n_chachava@gtu.ge) აკადემიური დოქტორი ბადრი გორგილაძე, (b.gorgiladze@gtu.ge ) და ასისტენტ პროფესორი შოთა გელაშვილი ( sh.gelashvili@gtu.ge).
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ინგლისურ ენაზე წარიმართება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი.