14 ივნისს, არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის 501 ც, 505 ც, 507 ც და 509 ც აუდიტორიებში გაიმართება კლაუზურა - კონკურსი, სახელწოდებით - “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის ტერიტორიაზე არსებული ლითონის ხიდის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაციის (საკადასტრო კოდი: 22.00.711.) იდეა-კონცეფციის შემუშავება“.
კლაუზურის ხანგრძლივობა: 11.00 სთ. - 17.00 სთ.
კონკურსში მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ ყველა ის მასალა და ინსტრუმენტები რაც საჭიროა პროექტის შესასრულებლად (ფორმატები, ფანქრები და სხვა საშუალებები).
საუკეთესო პროექტები გადაირჩევა კომისიის მიერ და გაიგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში (დამკვეთთან).
პროექტი რეალურია და გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტს მიეცემა საშუალება მშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
კლაუზურაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტმა.
კლაუზურაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სეთიფიკატი.
მიმაგრებულ დანართში გაეცანით კლაუზურის პირობებს და ფოტოვიზუალურ მასალას.