სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დავალების (CNT230000058) საფუძველზე, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე ახალი უბნის განსავითარებლად სტუდენტური კონკურსი გამოცხადდა სახელწოდებით - „კურორტ ბახმაროში ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის გადაწყვეტაზე.“
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: საქართველოში აკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არქიტექტურისა ან/და ქალაქგეგმარებით (მასთან დაკავშირებული მიმართულებით) მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ამასთანავე, პირობების თანახმად დასაშვებია მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტების თანამშრომლობა კონკურსის მონაწილე სტუდენტ-არქიტექტორებთან/ურბანისტებთან (მაგალითად, ეკოლოგი, გეოლოგი, ინჟინერ-კონსტრუქტორი და ა.შ.);
კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კონკურსის პასუხისმგებელ მდივანს - დიანა სამსონიას.
ელ.ფოსტა: competitioninfo.ge@gmail.com ტელ.: 558-144-508.