სტუ
26/03/2024

აბიტურიენტების საყურადღებოდ!

ჩაბარების პირობები სტუ - ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ქართულენოვან და რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე: არქიტექტურა“ , საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა: „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“

საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომელთაც აქვთ საშუალო ან საშუალო პროფესიული განათლება.

ჩვენი პროგრამების არჩევის შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდებამდე აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა გაიარონ გასაუბრება საფაკულტეტო კომისიასთან. გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები ნახატები და ნახაზები (შავ - თეთრ გრაფიკაში შესრულებული ა3 ფორმატზე 5 ნახატი და 5 ნახაზი)

საბაკალავრო პროგრამის: “მოდის დიზაინის ტექნოლოგიები” არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტებმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ნახატები.

მოთხოვნები ნამუშევრების წარმოდგენის შესახებ დეტალურად აღწერილია მიმაგრებულ ფაილში.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ პირობებს!

დამტებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოიწეროთ შემდეგ მეილზე: arch@gtu.ge