სტუ
26/02/2024

მოგესალმებით,

შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2024 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება:

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

ხალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს.

კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-fundamenturi-kvlevebisatvis-sakhelmtsifo-sametsniero-grantebis-2024-tslis-konkurss?fbclid=IwAR0Uqoz2VIjWFZZbfOTyRNhwknWwJDFXoayNO-HMfYePdJh0IHeA-nkiKTM


სიახლეებში დაბრუნება