სტუ
26/02/2024

მოგესალმებით,

გაწვდით ინფორმაციას /ჩამონათვალს მომავალი საბროკერო ღონისძიებების შესახებ:

 

კლასტერი 5 - Dublin 17.04.2024

კლასტერი 3 - Istanbul 30 April 2024

კლასტერი 3 - Brussels, June 2024

კლასტერი 1 და 2 - Paris, September 2024

 

თუ გსურთ და აპირებთ ზემოთ ჩამოთვლილ კლასტერებში კონსორციუმის ძებნას,  ამაში საბროკერო ღონისძიებებზე დასწრება ძალიან დაგეხმარებათ.

 

საქართველოს ჰორიზონტი ევროპას ეროვნულ ოფისს და გაფართოების მიმართულებას, FST-ე პროექტის ფარგლებში, აქვს საშუალება დააფინანსოს 1000 ევრომდე თითო კანდიდატის მგზავრობა და ცხოვრების თანხები. გთხოვთ გაითვალიწინოთ, რომ კანდიდატების შერჩევა უნდა მოხდეს კონკურსის წესით. 

 

ამ ეტაპისთვის, გახსნილია მხოლოდ ერთი საბროკერო ღონისძიების სარეგისტრაციო ბმული( III კლასტერი - სამოქალაქო უსაფრთხოება საზოგადოებისთვის):

https://www.b2match.com/e/horizon-europe-2024-secure-societies/components/38215/info

 

ფიზიკური ღონისძიების ორგანიზატორია თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭო, Sabanci უნივერსიტეტთან და სტამბოლის სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით.

 

ეს ღონისძიება შექმნილია იმისთვის, რომ გააერთიანოს  დაინტერესებული მხარეები ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნებიდან სტამბულში, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლობას სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით. მონაწილეები არა მხოლოდ მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ჰორიზონტი ევროპის "სამოქალაქო უსაფრთხოება საზოგადოებისთვის 2024" ქოლების შესახებ, არამედ ექნებათ შესაძლებლობა შექმნან კონსორციუმები და დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

რომელი ძირითადი თემები იქნება განხილული ღონისძიებაზე?

 

  • დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა (ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის ჩათვლით);
  • საზღვრის მართვა (მათ შორის, საბაჟო და საზღვაო უსაფრთხოება);
  • კიბერუსაფრთხოება (მათ შორის ქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოება და სერტიფიცირება);
  • კატასტროფებისადმი მდგრადი საზოგადოებები (მათ შორის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) ინციდენტები; კლიმატთან დაკავშირებული რისკები და ექსტრემალური მოვლენები;
  • კლიმატთან დაკავშირებული რისკები და ექსტრემალური მოვლენები; გეოლოგიური კატასტროფები, როგორიცაა მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები და ცუნამიები; პანდემიები);
  • გაძლიერებული უსაფრთხოების კვლევა და ინოვაცია (SSRI).

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე: t.maisashvili@gtu.g

ტელ:  (+995) 551021204


სიახლეებში დაბრუნება