სტუ
13/02/2024

მონაწილეობის პროგრამა 2024-2025 ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ (benchmarks

  1. პროქტის თემა შესაბამისობაში უნდა იყოს UNESCO-ს კომპეტენციის სფეროებთან; პროექტი ხელს უნდა უწყობდეს ორგანიზაციის პოპულარიზაციას ქვეყანაში;
  2. დამხმარე დოკუმენტი: 42 C/5 UNESCO’s Regular Programme priority activities (მისამართი: https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000385118 გვ.88-იდან)
  3. სასურველია გლობალური პრიორიტეტის - გენდერული თანასწორობა - გათვალისწინება; მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება ქალებისა და გოგონების ჩართულობაზე;
  4. პროექტი ხელს უნდა უწყობდეს კულტურათაშორის და ინტერ-ეთნიკურ დიალოგს და არ უნდა უჭერდეს მხარს კონკრეტულ პოლიტიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს.

პროექტში ნათლად უნდა იყოს ასახული შემდეგი ინფორმაცია:

  1. პროექტის მნიშვნელობა; პროექტის ძირითადი მიზნები; მოსალოდნელი შედეგები; მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ (ძირითადი გზავნილები მაქს. 100 სიტყვა);
  2. დოკუმენტის 42 C/5 შესაბამის პარაგრაფთან პროექტის შესაბამისობა;
  3. პროექტის შესრულებაზე პასუხისმგებელი და ბენეფიციარი ინსტიტუციის სტატუსი და სახელწოდება;
  4. პროექტის შესრულების ადგილი (ქალაქი, რაიონი)
  5. სამიზნე ჯგუფები (ახალგაზრდობა, ქალები, სტუდენტები, ხელოვანები და ა.შ);
  6. პარტნიორი ინსტიტუციები ან ჯგუფები (კერძო და/ან საზოგადოებრივი);
  7. პროექტის დეტალური/ჩაშლილი ბიუჯეტი ა.შ.შ დოლარში, რომელიც გაწერილი იქნება მოთხოვნილი დახმარების ტიპების მიხედვით (სააპლიკაციო ფორმის ქვეთავი 3 (type of assistance (breakdown of expenditure გარდა study grants and fellowships) და ქვეთავი 5(description of estimated budget)) შესაძლებელია ჩაშლილი ბიუჯეტის დამატება დანართად;
  8. პროექტის დაფინანსებაში მონაწილე სხვა წყაროები (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
  9. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების გრაფიკი, მონაწილეთა სია, კონფერენციების/ვორქშოპების პროგრამები, პუბლიკაციების რაოდენობა, ენა, გავრცელება;

ამასთანავე სასურველია, რომ ამა თუ იმ ღონისძიებისთვის საჭირო მასალა/დანადგარის თუ ტექნიკის შესყიდვის ნაცვლად, მოხერხდეს მისი ქირაობა. შესყიდვის განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში მითითებულ უნდა იქნას ტექნიკის შენახვის ადგილი ღონისძიების დასრულების შემდგომ.

არ ფინანსდება შემდეგი მასალა/დანადგარის თუ ტექნიკის შესყიდვა:

  • ავეჯი (მაგ: მაგიდა, თარო, წიგნის კარადა)
  • ტელე-ვიდეო ტექნიკა და აქსესუარები
  • IT ტექნიკა, როგორიცაა ტებლეტები, პროგრამული უზრუნველყოფა;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • დამხმარე მოწყობილობა (მყარი დისკი, USB. პრინტერი)
  • საოფისე მასალა (კარტრიჯი, ტონერი, ქაღალდი)
UNESCO APPLICATION