სტუ
26/01/2024

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

 

იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Gheorghe Asachi Technical University of Iaşi - TUIASI) (იასი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

 

შერჩევის პროცედურა:

 

 

 

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

09.02.2024 - აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,

12.02.2024 - აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 14 თებერვლამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 თებერვლამდე.

 

იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სამშენებლო მომსახურების ფაკულტეტზე.

 

 

მიმართულებები აკადემიური თანამშრომლებისთვის: სამშენებლო, გარემოს დაცვა.