სტუ
26/01/2024

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University - SCU) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

 

შერჩევის პროცედურა:

 

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა:

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: 02.02.2024 - აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,

                                                                                    05.02.2024 - აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)

მიმღებ უნივერსიტეტში შესაბამისი სააპლიკაციო განაცხადების ონლაინ წარდგენის პერიოდია - 29.01.2024 - 12.02.2024

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 5 თებერვალს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 თებერვლამდე.

 

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, შერჩეულმა თანამშრომლებმა მობილობა უნდა განახორციელონ 2024 წლის 20-24 მაისს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში დაგეგმილ Erasmus+ თანამშრომელთა V საერთაშორისო კვირეულში.

 

მიმართულებები აკადემიური თანამშრომლებისთვის: ინჟინერია, არქიტექტურა, სოციალური მეცნიერებები, მენეჯმენტი, ეკონომიკა, ტურიზმი, ტექნოლოგიები, სამართალმცოდნეობა.