სტუ
26/01/2024

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი - გლობალური პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამა 2024

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი - გლობალური პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამა 2024

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტი (Faculty of Safety Engineering, VŠB - Technical University of Ostrava) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) აცხადებს კონკურსს გლობალურ პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამაზე 2024 - Global Postdocs Fellowships 2024.

 

პოსტდოქტორანტებს (ახალგაზრდა მეცნიერებს) შესაძლებლობა ეძლევათ, 24-36 თვის განმავლობაში მორავია-სილეზიის რეგიონული გრანტის ფარგლებში, VSB-TUO უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე ჩაატარონ კვლევები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა შრომის დაცვა და უსაფრთხოება; ტოქსიკურობა; რისკების მართვა; სახანძრო უსაფრთხოება; აფეთქება-უსაფრთხოება და სხვ.

 

სტიპენდიის რაოდენობა დაახლ. 4200 ევროა თვეში, სამუშაო დატვირთვა - 32-40 საათი კვირის განმავლობაში; გათვალისწინებულია სტაჟირება შესაბამის საწარმოში.

 

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და მაქსიმუმ 8-წლიანი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება დისერტაციის დაცვის პერიოდიდან.

 

პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი CV და სამეცნიერო-კვლევითი პროექტი (მაქს. 1 გვერდი) მიმდინარე წლის 31 იანვრამდე უნდა გააგზავნონ პროექტის მენეჯერთან, ქალბატონ ბარბორა დვორჟაკოვასთან (Barbora Dvořáková), ელ.ფოსტაზე: barbora.dvorakova@vsb.cz.

 

სამეცნიერო კონტაქტი: პროფ. ალეშ ბერნატიკი (Aleš Bernatík)

ელ.ფოსტა: ales.bernatik@vsb.cz

 

ადმინისტრაციული კონტაქტი: პროექტის მენეჯერი ბარბორა დვორჟაკოვა (Barbora Dvořáková)

ელ.ფოსტა: barbora.dvorakova@vsb.cz