გამოცხადებულია პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program) 2024/2025 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.
ასევე, გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (2024 KIRKLAND RESEARCH scholarships), რომელიც განკუთვნილია 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.
ორივე პროგრამის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მარტი.
დეტალური ინფორმაცია ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამისა და ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.