სტუ
08/12/2023

"Eugen Ionescu“-ს სახელობის სასტიპენდიო პროგრამა სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევებისთვის - 2023/24 აკადემიური წელი

რუმინეთის მთავრობა "Eugen Ionescu“-ს სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე სადოქტორო და პოსტსადოქტორო კვლევებისთვის, 2023-2024 აკადემიური წლისთვის კონკურსს აცხადებს.

სტიპენდია განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისთვის ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნებიდან.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამთვიანი მობილობა რუმინეთის 33 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში.

სტიპენდიის მოსაპოვებლად საერთაშორისო კანდიდატის განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.