სტუ
02/11/2023

CIF-ის II საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. კონკურსი გამოცხადებულია „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ შემდეგი ფართო სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

ბ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

გ) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

დ) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;

ე) განათლება;

ვ) ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.

 

კონკურსის თემატიკა:

 

1. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის/დამსაქმებლის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად, მათ შორის, საჯარო-კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობით, შექმნა/განვითარება/განხორციელება (ერთობლივი სწავლება/სტაჟირება ან/და სხვა ინიციატივები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები);

 

2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. „ორმაგი ხარისხის“) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;

 

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობა, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით.

 

გაცნობებთ, რომ კონკურსის მიმდინარეობის ფარგლებში საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა შედგება 2023 წლის 8 ნოემბერს 15:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურებს, შესავსებ დოკუმენტაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე, CIF-ის გუნდის წარმომადგენლები უპასუხებენ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.

 

საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა შედგება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების - Microsoft Teams, მეშვეობით. იხილეთ ბმული (შეხვედრის ID: 448 111 180 709 , pass: pyMUWF).

 

დამატებით, გაცნობებთ, რომ დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრის ბმული ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://iiq.gov.ge/.

 

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგრანტო პორტალზე - www.grants.gov.ge.

 

გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის ერთეულებში.

 

გისურვებთ წარმატებებს !

 

პატივისცემით,

 

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ადმინისტრირების ერთეული

 

ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)

 

პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ

 

 

Competitive Innovation Fund (CIF) Administration Unit

 

Georgia Innovation, Inclusion and Quality Project

 

Project is implemented by the Ministry of Education and Science of Georgia

 

and supported by The World Bank

 

___________________________________________________

 

 

თამარ ჭოველიძის 4ა, თბილისი, საქართველო

 

Tamar Chovelidze St. 4a, 0108, Tbilisi, Georgia

 

+995 595 158 888

 

(+995 32 2) 200 220

 

cif@iiq.gov.ge

 

www.iiq.gov.ge

 

 

Diagram

 

Description automatically generated