სტუ
02/11/2023

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

 

შერჩევის პროცედურა:

 

აკადემიური თანამშრომლებისთვის

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2023.

 

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 ნოემბრამდე.

 

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.

 

 

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

ნომინირებულმა კანდიდატმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიაროს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. კოორდინატორის კოორდინატორის რეკომენდაციით, შერჩეული თანამშრომელი უნდა დაესწროს 2024 წლის 15-19 იანვარს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაგეგმილ III საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის.

 

მიმართულებები: წარმოება და გადამუშავება; ინჟინერია; გარემოს დაცვა.