სტუ
02/11/2023

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი

ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lodz University of Technology – TUL) (ლოძი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

 

შერჩევის პროცედურა:

 ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2023.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 ნოემბრამდე.

 გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.

 

სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.

 

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

 

 

მიმართულებები:

 

ბაკალავრიატი - ბიოსამედიცინო ინჟინერია და ტექნოლოგიები; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; კომპიუტერული მეცნიერებები; ბიზნესი; მათემატიკა; მონაცემთა ბაზები, მონაცემთა ანალიზი.

მაგისტრატურა - ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ენერგეტიკული სისტემები და მშენებლობა; ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქცია; მანქანათმშენებლობა; ბიზნესი; ოპერაციათა მენეჯმენტი.

დოქტორანტურა - არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება; ფიზიკა; მათემატიკა; კვების ტექნოლოგია; ინჟინერია; ელექტროინჟინერია; ავტომატიკა; მშენებლობა; ტრანსპორტი; მენეჯმენტი; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ქიმია.