საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტიდან შემოვიდა ინფორმაცია 6-10 ნოემბერს დაგეგმილი პირველი საშემოდგომო სკოლის შესახებ თემაზე: „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში“.
დანართის სახით წარმოგიდგენთ საშემოდგომო სკოლის დღის წესრიგსა და მონაწილეობის კრიტერიუმებს.