სტუ
14/04/2022

სტუდენტთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.


გაცნობებთ, რომ 2022 წლის 17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია:
- საზღვაო მეცნიერებები;
- ლოგისტიკა;
- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ბიზნესის ადმინისტრირება.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  
14 აპრილი - 30 აპრილი, 2022
    
კონფერენციაზე დარეგისტრირება;
  
  
07 მაისი, 2022
    
აბსტრაქტის გადმოგზავნა ბოლო ვადა;
  
  
10 მაისი, 2022
    
აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;
  
  
14 მაისი, 2022
    
სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
  
  
17 მაისი, 2022
    
კონფერენციის გახსნა;
  




ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;

მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 5 – 8 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

კონფერენციაზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გამოიყენეთ ბმული: https://cutt.ly/Jc43hp3

სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში;

კომფერენციის მოთხოვნები B N T U