სტუ
13/11/2021

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18305
აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 01.12.21.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 3 დეკემბრამდე.
აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვის პერიოდია 2021 წლის 30 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე.

კანდიდატების შერჩევის პროცესს სრულად განახორციელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში სტუ-ს აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში. კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრულია:

  • 21 – 25 თებერვალი, 2022 წ.;
  • 7 – 11 მარტი, 2022 წ.;
  • 23 – 27 მაისი, 2022 წ., საერთაშორისო კვირეული.
პრიორიტეტულია საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მიღება.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტოლოგია და საჯარო მმართველობა, სამართალი,  კვების ტექნოლოგია, მანქანათმშენებლობა, სამშენებლო, მათემატიკა, გეოლოგია, მასალათმცოდნეობა და ინჟინერია).