https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16558
ლიეტუვის განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდმა გამოაცხადა კონკურსი სახელმწიფო სტიპენდიების მისაღებად უცხო ქვეყნის სტუდენტების, ლექტორებისა და მკვლევრებისთვის, ლიეტუვური ენისა და კულტურის კურსებზე, ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში (Vytautas Magnus University – VMU) (კაუნასში, ვილნიუსში ან ონლაინ), მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 15 აგვისტომდე.
ნომინირებულმა კანდიდატებმა 4 აპრილამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა მიმდინარე წლის 22 მარტამდე საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები და, ასევე, ლიეტუვური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ელექტრონული ფოსტა: erasmusplus@gtu.ge).
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ლიეტუვური ენისა და კულტურის კურსებზე მონაწილეობის მსურველებიდან პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებს (კვოტა: 4 სტუდენტი), რომლებიც:
• პირველად დაესწრებიან ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებს;
• ოფიციალურად სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიასა და კულტურას მშობლიურ ქვეყანაში.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ:
• სტუდენტს ენისა და კულტურის საზაფხულო კურსზე მხოლოდ 3-ჯერ შეუძლია დასწრება (თუ სტუდენტს მეოთხედ სურს მონაწილეობა, მისი აპლიკაცია არ მიიღება);
• თუ სტუდენტმა უკვე მიიღო ასეთი სტიპენდია წარსულში, აპლიკაციის მომენტისთვის გასული უნდა წელიწად-ნახევარი;
• სტუდენტები, რომლებიც კურსებს დაესწრებიან ონლაინ, სტიპენდიას ვერ მიიღებენ.
VMU სტუდენტებს, ასევე, სთავაზობს სხვა სასტიპენდიო პროგრამებსაც:
ლიეტუვის მოკლევადიანი კვლევები
ხანგრძლივობა: 1 ან 2 სემესტრიმოკლევადიანი კურსები (ინგლისურენოვანი პროგრამები)
ხანგრძლივობა: 1 ან 2 სემესტრი