სტუ
03/02/2020

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2020-2021 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს სტიპენდიებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 27 იანვარს N82162 კორესპონდენციით შემოვიდა ინფორმაცია ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ  2020-2021 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული სტიპენდიების შესახებ.  

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.