სტუ
20/09/2019

საგრანტო კონკურსი უნივერსიტეტებისთვის

საგრანტო კონკურსი უნივერსიტეტებისთვის



გაცნობებთ, რომ ევროპის საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს უნვიერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.



საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით:

-         დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელება და ნეგატიური გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე, მოწყველად ჯგუფებზე და ფართო საზოგადოებაზე საქართველოში;

-         უმცირესობებისა და სხვა მოწყველადი ჯგუფების უფლებები და მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში;

-         დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები;

-         საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში რა წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონებს.



პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო.



პროექტების შემოტანის ბოლო ვადა: 2019 წლის 17 ოქტომბერი.



აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tenders.antidiscrimination@coe.int სათაურით Georgia – small grant proposal



საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში.



მეტი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities



სს,



ნინო



Nino Kheladze
Project Assistant
‘Fight against discrimination, hate crimes and hate speech in Georgia’

Council of Europe Office in Georgia
Tel. +(995 32) 291 38 70/71
http://www.coe.int
nino.kheladze@coe.int