შემეცნებითი პროექტი: „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“
2019 წლის 24 აპრილს 12 საათზე სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის 405 ც აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური შემეცნებითი პროექტი: “ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“;
პროექტში მონაწილეებმა უნდა წარმოდგინონ ნებისმიერი სახის მასალა (რეფერატი, პრეზენტაცია, ესსე, ლექსი, მოთხრობა, გრაფიკული ჩანახატი, მოდელი, ნახატი, პლაკატი, ფოტოკოლაჟი, შარჟი, მულტფილმი, მხატვრული ფილმი ან სხვა), რომელიც დაკავშირებულია პარიზის ღვთიშობლის ტაძართან.
ყველა მონაწილე წახალისდება.
საუკეთესო სამი ნამუშევარი აღინიშნება პრიზებით:
I ადგილი - 100 ლარი
ორი II ადგილი - 50/50 ლარი
შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მასალის წარმოდგენის კულტურა და ორიგინალობა.
გრაფიკული ან სხვა სახის მასალა უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 23 აპრილისა ფაკულტეტის დეკანთან ან დეკანის მოადგილესთან. ამ მასალებით, თქვენი დახმარებით ფაკულტეტის ფოიეში მოეწყობა გამოფენა.
ხოლო ელექტრონულად გამოაგზვნეთ მეილზე: arch@gtu.ge ამ აქციით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ.
შემეცნებითი პროექტის კორდინატორი: ნინო იმნაძე
ჟიური: თამრიკო ჭანტურია, ნინო ხაბეიშვილი, თინიკო ჩიგოგიძე, მაია დავითაია, მარინა მაისურაძე, ნათია ქოჩლაძე, შოთა გელაშვილი
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.