საჯარო ლექცია თემაზე: თანამედროვე სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები.
საჯარო ლექცია: თანამედროვე სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები
2018 წლის 29 ოქტომბერს არქიტეტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაქულტეტზე ექსპერიმენტული კურსის ფარგლებში შპს „ბაზალტ ფაიბერს“–ის დირექტორმა გიორგი გოგოლაძემ ჩატარა საჯარო ლექცია თემაზე: თანამედროვე სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები. ლექციაზე განხილული იყო შპს „ბაზალტ ფაიბერის“ მიერ წარმოებული ინოვაციური სამშენებლო მასალა ბაზალტის ქვისგან სპეციალური ტექნოლოგიებით მიღებული ეკოლოგიურად სუფთა მასალა – ტექსტილის ბოჭკო ან ბაზალტის ბოჭკო, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში სხვადასხვა დანიშნულებით, მაგალითად ბეტონის არმირებისთვის, რაც თითქმის ნახევარჯერ ამცირებს ბეტონის მასას, ზრდის მის მდგრადობას და ელასტიურობას. მომხსენებელმა ისაუბრა მასალის მიღების ტექნოლოგიაზე, მის შესაძლებლობებზე, მნიშვნელობაზე მშენებლობაში, გამოყენების თავისებურებებზე და გავლენებზე სხვადასხვა არქიტექტურული ობიექტების მაგალითებზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.