სტუ

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო „არქიტექტურა“

2019 წლის 17 დეკემვერს 13 სთ-ზე 405ც აუდიტორიაში ჩატარდა  საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს „არქიტექტურა“ პირველი სხდომა. სხდომა გახსნა სტუ-ს პრორექტორმა სამეცნიერო დარგში ბატონი ზურაბ გასიტაშვილმა. 

საბჭოს სხდომის დღის წესრიგი იყო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები. ფარული კენჭისყრით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭომ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია დოქტორი გიორგი სალუქვაძე.

თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დასახელდნენ მოადგილე და სწავლული მდივანი: საუნივერსიტეტო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად არჩეული იქნა მარიკა ფოჩხუა, ხოლო სწავლულ მდივანად დავით ბოსტანაშვილი.

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო „არქიტექტურა“ შემადგენლობა:

პროფესორი გიორგი სალუქვაძე (თავმჯდომარე), ასოც. პროფესორი მარიკა ფოჩხუა (თავმჯდომარის მოადგილე), ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტანაშვილი (სწავლული მდივანი); წევრები: პროფესორი მაია ძიძიგური, პროფესორი ლევან ბერიძე, პროფესორი მაია დავითაია, პროფესორი ნინო იმნაძე, პროფესორი ვახტანგ ფირცხალავა, პროფესორი თენგიზ მახარაშვილი, პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე, პროფესორი ნინო ხაბეიშვილი, ასოც პროფესორი მედეა მელქაძე, ასოცირებული პროფესორი ნინნო ჩაჩავა, ასოცირებული პროფესორი მარინა მაისურაძე, ასოცირებული პროფესორი გია ნაცვლიშვილი, პროფესორი ნიკოლოზ შავიშვილი (სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა), პროფესორი გოჩა მიქიაშვილი (დიზაინის საერთაშორისო სკოლა), აკადემიური დოქტორი ნიკოლოზ აბაშიძე (მოწვეული წევრი, შპს „ ნიკოლო და ვაჟები“ გენერალური დირექტორი; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე), აკადემიური დოქტორი დავით აბულაძე (მოწვეული წევრი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე).

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ვუსურვებ წარმატებას!