სტუ

არქიტექტურული ფიზიკის მიმართულება

სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე წლების მანძილზე ისწავლება კურსი „არქიტექტურული ფიზიკა“, რომელიც წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურის მეცნიერულ საფუძველს.

სასწავლო კურსი შეადგინა აკადემიკოსმა, ლევან ბერიძემ.

კურსი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

•             მდგრადი არქიტექტურა და შენობების ენერგოეფექტურობა;

•             არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი კლიმატოლოგია;

•             არქიტექტურული შუქტექნიკა (ბუნებრივი განათებულობა);

•             ინსოლაცია და მზისგან დაცვა;

•             არქიტექტურული აკუსტიკა და ხმაურისგან დაცვა.

სასწავლო კურსის შესასწავლად გამოიყენება პროფესორ ლევან ბერიძის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო - „არქიტექტურული ფიზიკა“. სახელმძღვანელოში გამოყენებულია, როგორც ავტორის საკუთარი მეცნიერული კვლევების შედეგები, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილება ამ დარგში. 

პროფესორმა ლევან ბერიძემ მოამზადა პედაგოგთა ჯგუფი: ასისტენტ-პროფესორები - მაგდა ლეკიშვილი, გიორგი ბერიძე და მზევინარ ღამბარაშვილი, რომლებთან ერთად უძღვება ამ სასწავლო კურსს.   

შედგენილია შესაბამისი სილაბუსები, სალექციო კურსები და მეთოდური მითითებები პრაქტიკულ სამუშაოებზე.

არქიტექტურული ფიზიკის საკითხების ცოდნა საშუალებას აძლევს არქიტექტორს, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით, ერთის მხრივ   შეამციროს ბუნების უარყოფითი გავლენა ადამიანზე და შენობებზე, მეორე მხრივ მაქსიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი კლიმატური რესურსები. 

ასეთი სასწავლო კურსი არ გააჩნია საქართველოში მოქმედ სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას.  ამ პროგრამის საგნები ისწავლება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე.

პროფესორ ლევან ბერიძის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით ფაკულტეტზე დაარსდა არქიტექტურული ფიზიკის ლაბორატორია. სადაც სტუდენტები ასრულებენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკულ სამუშაოებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ლაბორატორია გამოიყენება არა მარტო სასწავლო დანიშნულებით, არამედ მას იყენებენ სტუდენტები, დოქტორანტები და პროფესორები სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისას.

მაგალითად ლაბორატორიის ბაზა გამოყენებული იქნა შემდეგი სამეცნიერო თემების დამუშავებისას:

•             ურბანული განვითარების ობიექტებზე (ტერიტორია და შენობა-ნაგებობები) მზის ენერგეტიკული ზემოქმედების “კად”ADსისტემებთან შეთავსებადი ალგორითმების სისტემის დამუშავება” (სამეცნიერო-თეორიული გრანტი N36);

•             დაბა მესტიაში ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზის არქიტექტურული აკუსტიკის ანგარიშის მომზადება და საპროექტო რეკომენდაციების გაცემა;

•             ენერგოეფექტურობის პრინციპები ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში.