სტუ

არქიტექტურის ისტორიის და თეორიის მიმართულება

კათედრა დაარსდა 1992 წელს. დაარსების დღიდან კათედრის გამგე იყო გამოჩენილი ქართველი ხუროთმოძღვარი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი ირაკლი ციციშვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2002-2007 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნ. შავიშვილი, 2007-2013 წლებში მიმართულების ხელმძღვანელი იყო ღვაწლმოსილი პედაგოგი, პროფესორი თინათინ ჩიჩუა. 2013 წლიდან დღემდე მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი მაია დავითაია.

კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებებია მსოფლიოს არქიტექტურის ისტორია, არქეოლოგიური არქიტექტურა, ქართულ ძეგლთა რესტავრაცია და რეკონსტრუქცია, მსოფლიოს თანამედროვე არქიტექტურის მიმართულებები და ტენდენციები, საქართველოს არქიტექტურის ისტორია და თეორია.

2013 წლიდან მიმართულებაზე მოქმედებდა ორი საგანმანათლებლო პროგრამა: სამაგისტრო „არქიტექტურათმცოდნეობა“ (2013-2022 წწ.) და სადოქტორო „არქიტექტურათმცოდნეობა“. ხელმძღვანელი პროფესორი მაია დავითაია. 

დაარსების დღიდან დღემდე მიმართულების წევრების ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომის დაცვა, ასევე მათი ავტორობით შესრულებულია რიგი სამეცნიერო თუ პედაგოგიური ნამუშევრებისა: სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, სალექციო კურსების თუ მეთოდიკური მითითებების სახით.

2002 წლიდან მიმართულება ატარებდა ი. ციციშვილის სახელობის ყოველწლიურ სამეცნიერო-პრაქტიკულ საერთაშორისო კონფერენციებს ფორმატით თბილისი-მცხეთა, 2002-2005 წლებში ჩატარდა 4 კონფერენცია თემატიკით ”ქართული არქიტექტურის თეორია და ისტორია”, ”ურბანული კონფლიქტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”, ”ქართული არქიტექტურის შესწავლის საკითხები”, ”არქიტექტურა და რეგულირება”. გამოვიდა საერთაშორისო სამეცნიერო ალმანახის “კავკასიის მაცნე” სამი სპეციალური გამოშვება კონფერენციის მასალებით, ხოლო 2005 წლიდან მიმართულებამ სტუ-ს ეგიდით დაიწყო სამეცნიერო შრომების ყოველწლიური ალმანახის ”კამარას” გამოშვება, რომელიც რეგისტრირებულია IშშN-ის საერთაშორისო სისტემაში. 

საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული საგნის ”დისკურსის თემები საერთაშორისო არქიტექტურაში” (პედაგოგი პროფესორი მაია დავითაია) სწავლების ფარგლებში განხორციელდა ასოციაციების მეთოდი, რომელიც ნაყოფიერი აღმოჩნდა სტუდენტის სივრცული აზროვნების, წარმოსახვის ჩამოყალიბებისა და განვითარების მხრივ, რაც დაეხმარება მას პროექტირების პროცესში. 

მიმართულების თანამშრომლებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია აქვთ გამოქვეყნებული. მიმართულების დოქტორანტებთან აქტუალურ თემებზე სამეცნიერო კვლევებია განხორციელებული.