არქიტექტურაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხაზს, ფერსა და ფორმას. აქედან გამომდინარე, არქიტექტურის ფაკულტეტზე, მისი დაარსების დღიდან, ისწავლება სახვითი ხელოვნების სამი დარგი: ხატვა, ფერწერა და ქანდაკება. დიდი მოაზროვნის დენი დიდროს გამონათქვამი: "არ ენდოთ არქიტექტორს რომელმაც არ იცის ხატვა." ეს კარგად იციან არქიტექტორებმა.
ხატვა და ფერწერა –როგორც სავალდებულო საგნები, არქიტექტურული განათლების ორ წელს (სამი სემესტრი), ხოლო არჩევითი საგნები: გრაფიკა და ქანდაკება მეორე კურსის თითო სემესტრს მოიცავს.
1991 წლიდან შეიქმნა სახვითი ხელოვნების კათედრა N106, შემდგომში ჩამოყალიბდა მიმართულება და დეპარტამენტი N604, რომლის ხელმძღვანელი დაარსებიდან იყო მხატვარი, პროფესორი,ემერიტუსი: რობერტ ჩოჩელი.
2015 წლიდან 2021 წლმდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა მხატვარი, პროფესორი: მაია სეხნიაშვილი.
სახვითი ხელოვნების მიმართულების დანიშნულებაა – სტუდენტის მხატვრული აზროვნების განვითარება. ამ საბაზისო სახვითი კომპეტენციების მისაღებად აუცილებელია პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული კურსის გავლა, რაც საწინდარია მომავალი არქიტექტორის პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის. პროფესიული ჩვევების გამომუშავება, ხაზის პლასტიკის, ფერის, კომპოზიციის, პროპორციის, მასშტაბისა და მხატვრულ-შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. მუშაობის პროცესში გამოიყენება სხვადასხვა მასალა: ფანქრები, კალამი და ტუში, ნახშირი, პასტელები, ფუნჯები, აკვარელი, გუაში, პლასტელინი, თაბაშირი და ა.შ. ძირითადი ყურადღება ექცევა არქიტექტურული ჩანახატების კეთებას, რისთვისაც სტუდენტებს უტარდებოდათ პრაქტიკული მეცადინეობები პლენერზე გასვლით. ეს გარკვეულ წილად დანახულის სწრაფად გაანალიზებისა და ფურცელზე (სიბრტყეზე) გადმოცემის უნარს აყალიბებს.
ხატვა არის დისციპლინა, რომლის დახმარებით სტუდენტები ფანქრის ან სხვა სახატავი საშუალებების გამოყენებით, სივრცეში არსებული, მოცულობითი საგნების სიბრტეზე გამოსახვას სწავლობენ. ხატვის უნარ-ჩვევები მომავალ არქიტექტორებს უვითარებს ვიზუალურ აღქმას და მოცულობით-სივრცობრივ აზროვნებას უყალიბებს. საბოლოოდ, კი სტუდენტმა უნდა შეძლოს ჩანაფიქრის, იდეის გადმოცემა ჩანახატის საშუალებით და გადაწყვიტოს სხვადასხვა პრაქტიკული და მხატვრული ამოცანები. ხატვის კარგი აკადემიური ცოდნით სტუდენტი ადვილად იმორჩილებს ხელს, ხატავს ესკიზს, სწორად აანალიზებს სივრცეს, პერსპექტივას, ინტერიერს, ექსტერიერს. ჩანახატის კულტურა ეხმარება სწრაფად იაზროვნოს სივრცეში, მოახდინოს ლაქობრივი და ხაზობრივი ეფექტების სწორად დალაგება. ამისათვის მიზანშეწონილია შერეული ტექნიკით მუშაობა.
ფერწერის სასწავლო კურსი ითვალისწინებს აკვარელის საღებავებით ფერწერის ტექნიკის საფუძვლების დაუფლებას და ამისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამით სტუდენტი შეძლებს ფერის საშუალებით სწორად აღიქვას სივრცეში არსებული საგნების მოცულობა, მათი ფაქტურის გადმოცემა ფერისა და ტონალობის დაცვით. ფერწერული გადაწყვეტა და მხატვრული ხედვის განვითარება. ფერის გამოყენებით სტუდენტი ახერხებს მოდელის გარემოსთან დაკავშირებას, აძლევს ემოციურობას. ფერის ჰარმონიით სასიამოვნო ხდება ინტერიერი, ექსტერიერი, ფასადები. ფერწერის სასწავლო კურსის ათვისებით, სტუდენტი შეძლებს ფერისა და ტონალობის საშუალებით სწორად აღიქვას სივრცეში არსებული საგნების მოცულობა. საგანი ითვალისწინებს აკვარელის (წყლის ) საღებავებით ფერწერის ტექნიკის საფუძვლების დაუფლებას და ამისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებას, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს შერეული ტექნიკით, შემოქმედებითად იმუშაოს ესკიზებსა და პროექტებზე. აკვარელით ფერწერა არქიტექტორებისათვის წარმოადგენს საბაზო ტექნიკას, რადგან ძირითადად ამ მასალაში სრულდება მათი სპეც–კომპოზიციები.
ქანდაკება, როგორც სახვითი ხელოვნების პლასტიკურ-გამომსახველობითი დარგი ხელს უწყობს სტუდენტის სივრცითი აზროვნების განვითარების და მაგარი ან პლასტიკურო მასალების - ლითონის, ქვის, თიხის, ხის, თაბაშირის საშუალებით მოცულობითი ფორმების შექმნის უნარის გამომუშავებას. ფორმის კულტურა საშუალებას იძლევა სტუდენტმა სივრცეში დაინახოს მოდელი იმ მასშტაბით, რაც ობიექტის რეალობას გამოხატავს. ქანდაკების კურსის ათვისების შემდეგ, სტუდენტი შეძლებს ფორმის საშუალებით სწორად აღიქვას სივრცეში არსებული საგნების მოცულობა. თავისი ხელით გამოძერწოს ფორმები და ვიზუალურად დაგვანახოს მოცულობაში არქიტექტურული ფორმები. სტუდენტები მუშაობენ სხვადასხვა მასალაში (პლასტელინი, თიხა, თაბაშირი)
ხატვის, ფერწერისა და ქანდაკების სასწავლო კურსების ათვისების შემდეგ, სტუდენტი შეძლებს ხაზის, ფორმისა და ფერის საშუალებით, სწორად აღიქვას სივრცეში არსებული საგნების მოცულობის, მასშტაბის, ფაქტურისა და ფერის გადმოცემას, შეძლებს იდეების გადმოტანას ქაღალდზე. სტუდენტმა უნდა აითვისოს ჩანახატის კულტურა, არქიტექტურული ჩანაფიქრი გაიაზროს მხატვრულად და შემოქმედებითად მიუდგეს პროექტის განხორციელებას.
სხვადასხვა დროს სახვითი ხელოვნების კათედრაზე მუშაობდნენ ცნობილი მხატვრები; ჰენრიხ ჰრინევსკი, შალვა მამალაძე, გიორგი სესიაშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვრები: ირაკლი ოჩიაური,ოთარ სეხნიაშვილი, ლევან ცუცქირიძე, თენგიზ ჯაფარიძე, გივი ყანდარელი, კიმი ტაბატაძე, დემნა ბაქრაძე, მხატვარები: რობინზონ ჩოჩელი, ალექსანდრე ნაზარიშვილი, ლეილა ჩოხელი, ლეილა როდკევიჩი, მურმან მიქაბერიძე, დიმიტრი ცუცქირიძე, ლეილა შელია, ნინო ციციშვილი, ბუბა ოჩიაური, მამუკა ჭყოიძე, გიორგი ჩაჩანიძე, ნიკა გაბუნია, მაია მაღლაკელიძე, მზია ჩოფიკაშვილი, კობა ქუნთელია, რევაზ ხასია, მაია ნანობაშვილი,ლალი ქუთათელაძე და სხვები.
მემართულებაზე დღესაც მუშაობენ მხატვრები: პროფესორი მაია სეხნიაშვილი, ასოცირებული პროფესორი მაკა ჟღენტი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან გაგოშიძე, ასოცირებული პროფესორი დავით ტაბატაძე, ასისტენტ- პროფესორი ბიძინა ქავთარაძე, მოწვ. ასოცირებული პროფესორები: მაკა გოცირიძე, ლალი თოიძე, ეკა ცინდელანი, გია ამირანაშვილი, პედაგოგები: რუსუდან ბულია, გიორგი ცინცაძე, ლიკა კერვალიშვილი.
მიმართულები პროფესორ მასწავლებლებს, ბევრჯერ, წლების განმავლობაში, ჰქონდათ წარმატებული პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით. მათი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. (იხ. მხატვართა კავშირის კატალოგები)
ასევე სისტემატიურად ეწყობა სტუდენტების პერსონალური, ასევე ჯგუფური ნახატების, ჩანახატების, ფერწერული ნამუშევრების და ქანდაკებების გამოფენები.
თითოეულმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მომავალ არქიტექტორთა მთელი თაობების მხატვრულ- ესთეტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარების მნიშვნელოვან საპატიო საქმეში.