სტუ

მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმში თავმოყრილია მინერალების და ქანების სისტემური კოლექციები მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი საბადოებიდან და რეგიონებიდან, აქვეა მინერალთა გეოქიმიური, გენეტიკური და ზოგიერთი ლი­თო­ნის მთავარი მინერალების კოლექციები. გამოფენილია საიუველირო, სანახელავო და მო­საპირკეთებელი ქვები, აგრეთვე მინერალების კრისტალური მესერის მოდელები. მინე­რა­ლოგიისა და პეტროგრაფიის სასწავლო-სადემონსტრაციო მუზეუმი მინერალოგიურ-პეტროგრაფიული ექსპონატების თვალსაზრისით ერთ-ერთი მდიდარი და მრავალფეროვანი მუზეუმია ამიერკავკასიაში. აქ გამოფენილია როგორც საქართვე­ლოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ცნობილი საბადოებიდან, მათი ცალკეული უბნებიდან როგორც მადნეული, არამად­ნეული და ქანმაშენი მინერალები, ასევე მათი ასოციაციები. აგრეთვე, ძვირფასი, სანახელავო, მოსაპირკეთებელი და სამშენებლო ქვები. მუზეუმი სამი დარბაზისგან შედგება, რომლებშიც საგამოფენო მასალა განაწილებულია თემატურად.

პირველი დარბაზი წარმოადგენს მუზეუმის მინერალოგიურ ნაწილს და ძირი­თა­დი ბაზაა სტუდენტებისთვის მინერალოგიის კურსის შესწავლის პროცესში. მინე­რალთა კოლექციები წარმოდგენილია მდიდარი, მრავალფეროვანი მასალით და შეიცავს როგორც ძველ კოლექციებს - შედგენილს სხვადასხვა კლასფიკაციების მიხედვით, ასევე ახალ მასალას. აქვეა წარმოდგენილი ”კრანცის” ფირმის უნიკალური კოლექციები მინერალთა კრისტალური ფორმების და ფიზიკური თვისებების მიხედვით. აქვეა ძვირფასი და სანახელავო ქვების კოლექციები, მათი ბუნებრივი წარმონაქმნები და დამუშავებული ფორმები. ფართოდაა წარმოდგენილი კვარცის ჯგუფის მინერალები, საქართველოს სულფიდური, ჟანგეული და სულფატური მადნები და საქართველოში გავრცელებული მარმარილოს სახეობები და სხვა მოსაპირკეთებელი ქვები.

მეორე დარბაზი საინტერესოა მდიდარი თემატური მასალით. აქ შედის გენეტური და სისტემატური კოლექციები, აგრეთვე მინერალთა კოლექციები ცალკეული ელემენ­ტების მიხედვით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კოლექციები საქართველოს საბადო­ების მინერალთა პარაგენეტული ასოციაციების მიხედვით.

ამავე დარბაზშია წარმოდგენილი ლითოლოგიური განყოფილება, რომელიც მოი­ცავს მდიდარ სადემონსტრაციო მასალას, შედგენილს სხვადასხვა კოლექციების კლასი­ფი­­კაციების საფუძველზე. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული საქართველოში გავრცელებული დანალექი ქანების ნიმუშებზე.

მესამე დარბაზში წარმოდგენილია მაგმური და მეტამორფული ქანების სისტემა­ტუ­რი კოლექციები, რომლებიც მრავალჯერ არის შევსებული და განახლებული. აქაც განსა­კუთ­რებული როლი ეკუთვნის საქართველოს ქანებს. ცალკეა წარმოდგენილი ვულ­კა­ნური წარმონაქმნების კოლექცია. ფართოდაა წარმოდგენილი მოსაპირკეთებელი და სამშენებლო ქვების როგორც ბუნებრივი ნიმუშები, ასევე დამუშავებული გაპრი­ალე­ბუ­ლი ზედაპირებით, როდესაც კარგად ჩანს ქანების ფაქტურა და ხარისხი.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სადემონსტრაციო მასალისა, სპეციალურ საცავებში ინა­ხე­ბა სარეზერვო კოლექციები, რომელთა გაცვლა შეიძლება მსოფლიოს მინერა­ლოგიურ-პეტროლოგიური მუზეუმების ნიმუშებზე.

წლების განმავლობაში მინერალთა და ქანთა კოლექციების შევსება ხორციელ­დებო­და, როგორც ცენტრალიზებულად გამოწერის სახით სხვადასხვა გეოლოგიური ექ­სპე­დი­ციებიდან, აგრეთვე მრავალი უნიკალური ნიმუში მუზეუმს საჩუქრად გადმოეცა ყოფილი სტუდენტების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ მსოფ­ლიოს ცნობილ საბადოებზე. თანამშრომელთა სამეცნიერო-საველე ექსპედიციების დროს შეგროვილია აგრეთვე მინერალთა და ქანთა ბევრი საინტერესო ნიმუში. მუზე­უმის კოლექციების შევსებაში მონაწილეობა მიუღია კათედრის თანამშრომელთა არაერთ თაობას.

სტუდენტები კათედრაზე სასწავლო პრაქტიკული სამუშაოების გავლისას აგროვებენ მინერალთა და ქანთა კოლექციებს, რაც შემდგომ მათი მეცნიერული დამუშავება კათედრის სამეცნიერო ცენტრში ხორციელდება. 

       ბოლო წლებში მუზეუმი შეივსო სტუდენტთა სასწავლო კოლექციებით, სინთეზური ფერადი ქვების და დამუშავების ფორმის მიხედვით. სანახელავო და სინთეზური ქვების დამუშავება ხორციელდება კათედრასთან არსებულ მინერალოგიურ ნივთიერებათა კვლევისა და დამუშავების ლაბორატორიაში.

გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და ასპირანტების გარდა მუზეუმი დახმარებას უწევს ყველა ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ბუნებრივი სიმდიდ­რეებით, მათი წარმოშობით და პრაქტიკული დანიშნულებით.