სტუ
22/11/2015

ღია კონკურსი

საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტის  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭო,  „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის  ორგანოების  (მმართველი  სუბიექტების)  არჩევნების  ჩატარების  შესახებ დებულების“ 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, აცხადებს ღია კონკურსს ფაკულტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად.

1. განცხადების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები:

ა.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნებისათვის კანდიდატთა  რეგისტრაცია  დაიწყება  მიმდინარე  წლის  26 ნოემბერს და დასრულდება 3 დეკემბერს.

ბ. საბუთები მიიღება მე-III კორპუსი. ოთახი # 214 (11-16 სთ);

გ.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2015 წლის 10 დეკემბერს.

2. საკონკურსო პირობები:

ა.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წევრ  პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს;

3. კონკურსში  მონაწილეობის მსურველებმა პირადად უნდა წარმოადგინონ:

ა. ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

ბ.პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  (პირადობის  მოწმობის /პასპორტის) ასლი;

გ. სამოქმედო პროგრამა.