ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად, ჩეხი სტუმრები გაეცნენ მინერალოგიისა და პეტროგრაფიის, გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმის ექსპონატებს, დაათვალიერეს მცხეთის ისტორიული ძეგლები, დაესწრნენ ზ. ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმოდგენას.
საქართველოში ვიზიტის შესახებ სტატია სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.