ფაკულტეტის წარმომადგენლები საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრნენ
12-13 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) მასშტაბური მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით - „მთის კვლევების ახალი პარადიგმა: გამოწვევები და შესაძლებლობები“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების პერსპექტივების სიღრმისეულ ანალიზსა და სხვადასხვა დარგის აკადემიური თუ პრაქტიკული გამოცდილების გაერთიანებას.
კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებსა და მონაწილეებს შორის იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გუნდი - პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები.
კონფერენციის ფარგლებში, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „მთის მდგრადი განვითარების საუნივერსიტეტო სწავლების საკითხები“, რომელშიც ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების როლს, თანამედროვე სასწავლო პროგრამების მნიშვნელობასა და კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობას მთიანი რეგიონების გრძელვადიანი განვითარებისთვის.
მადლობა ორგანიზატორებს საინტერესო სამეცნიერო პლატფორმის შექმნისა და ნაყოფიერი დისკუსიებისთვის!
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.