სტუ
12/11/2026

იუჯი საერთაშორისო სკოლის (UG) მოსწავლეები სტუმრად ფაკულტეტის მუზეუმებში

იუჯი საერთაშორისო სკოლის (UG) მოსწავლეები სტუმრად ფაკულტეტის მუზეუმებში.jpeg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  იუჯის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ფაკულტეტის უნიკალური მუზეუმები დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ მინერალებისა და ქანების მრავალფეროვან კოლექციებს და სამთო-გეოლოგიური დარგის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. 

მსგავსი შემეცნებითი შეხვედრები მოსწავლეებს ეხმარება მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და მომავალი პროფესიის სწორად შერჩევაში.