სტუ
09/11/2026

„ბიოეკო სერთის“ ცენტრში მორიგი საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ბიოეკო სერთის“ ცენტრში მორიგი საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.jpeg

სტუ-ის სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ მოწვეულმა სტუმარმა - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ნანა მიროტაძემ ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „ექსპერტული შეფასების წესები და მეთოდიკა“.

შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და დეტალურად მიმოიხილა ექსპერტული შეფასების განხორციელებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ასპექტები.

ღონისძიებაში განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაერთნენ სტუდენტებიც, რომლებმაც მოწვეულ სპიკერს არაერთი საინტერესო, აქტუალური და შინაარსიანი კითხვა დაუსვეს.

შეხვედრა დინამიკურ და ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც ხელი შეუწყო ცოცხალ პროფესიულ დიალოგს, გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და განხილული თემების სიღრმისეულ გააზრებას.

დისკუსიის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა მრავალ პრაქტიკულ საკითხზე, რაც მონაწილეებს დაეხმარა ექსპერტული შეფასების მეთოდიკის უკეთ ათვისებასა და თეორიული ცოდნის რეალურ საქმიანობასთან დაკავშირებაში.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები განსაკუთრებულ როლს ასრულებს პროფესიული კომპეტენციების განვითარების, ცოდნის გაღრმავებისა და აკადემიურ და პრაქტიკულ სფეროებს შორის მჭიდრო კავშირის განმტკიცების პროცესში.