სტუ
05/11/2026

საველე პრაქტიკა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

საველე პრაქტიკა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითერების ფაკულტეტის, მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული  პროფესორის ეკატერინე შილაკაძის ხელმძღვანელობით, მორიგი საველე-პრაქტიკული სწავლება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. 

ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს საუკეთესო სივრცეს, სადაც სტუდენტები პრაქტიკულად ეცნობიან: ეკოლოგიური ტურისტული ნაკადების მართვას; ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ტურიზმის ჰარმონიული შერწყმის პრინციპებს; ვიზიტორთა მომსახურების, ტურისტული გამოცდილების შექმნისა და ლოკაციის მენეჯმენტის პრაქტიკულ ასპექტებს.

სტუდენტების ჩართულობა და რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული გამოცდილება პროგრამის უმთავრესი პრიორიტეტია.