სტუ
03/11/2026

სტუდენტებმა შეშელიძის ქუჩის დამეწყრილი ტერიტორია დაათვალიერეს

სტუდენტებმა შეშელიძის ქუჩის დამეწყრილი ტერიტორია დაათვალიერეს.png

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა ფარგლებში, ასოცირებული  პროფესორის გიორგი ნატროშვილის ხელმძღვანელობით,  სტუდენტებმა  შეშელიძის ქუჩის დამეწყრილი ტერიტორია  დაათვალიერეს. 

ვიზიტის მიზანი იყო გარემოზე დაკვირვება და მიმდინარე ეკოლოგიური პროცესების ანალიზი; ადგილზე  სტუდენტებმა განიხილეს ბუნებრივი პროცესების მართვის თავისებურებები და მათი გავლენა გარემოზე. 

მსგავსი პრაქტიკული აქტივობები ხელს უწყობს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.