სტუ
23/10/2026

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი.JPG

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ და ნაყოფიერ პარტნიორობას.
 
შეხვედრა ფაკულტეტზე გაგრძელდა, სადაც სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი ბაზა - თანამედროვე ლაბორატორიები, მუზეუმები და უნიკალური სასწავლო შახტა. 
 
თბილისის სატრანსპორტო კომპანია დედაქალაქის უმსხვილესი სატრანსპორტო ჰაბია, რომელიც მართავს მეტროპოლიტენს, ავტობუსების ავტოპარკს, საბაგირო გზებსა და მთელ თანმდევ ინფრასტრუქტურას.
 
მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ინჟინრების პროფესიულ ზრდას - სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება, საწარმოო პრაქტიკა და წარმატების შემთხვევაში დასაქმდნენ TTC-ის გუნდში.
 
გაფორმებული მემორანდუმი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის, რადგან სტუდენტებმა მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციასა და განვითარებას მოახმარონ.