სტუ
22/10/2026

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორის ვიზიტი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორის ვიზიტი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე.JPG

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი და კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, მუზეუმები და სასწავლო შახტა. შეხვედრა გაგრძელდა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობამ დეტალურად წარადგინა საქართველოს მელიორაციის სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითარების პერსპექტივები.
 
საქართველოს მელიორაცია წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიულ საწარმოს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სამელიორაციო (სარწყავი და დამშრობი) სისტემების მართვას, რეაბილიტაციასა და განვითარებას. კომპანიის საქმიანობის მასშტაბი მჭიდროდ უკავშირდება იმ აკადემიურ და ინჟინრულ მიმართულებებს, რომლებსაც ჩვენი ფაკულტეტი ამზადებს, მათ შორის: გეოდეზიასა და კარტოგრაფიას, სამთო ინჟინერიას, გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიას, გარემოს დაცვით ინჟინერიასა და უსაფრთხოებას..
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებას. კომპანიის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, უზრუნველყონ სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირება, საწარმოო პრაქტიკები და მათი დასაქმება რეალურ სამუშაო გარემოში.
 
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია აკადემიური სფეროსა და ინდუსტრიის დაახლოებისკენ, რაც ჩვენს სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიღებული თეორიული ცოდნა  ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში გამოიყენონ.