სტუ
27/10/2026

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა!

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა!.jpg

27 ოქტომბერს, “ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები კომპანია RMG-ის გამწვანების კამპანიას “მე დავრგე ხე” შეუერთდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც RMG-ისა და საზოგადოებრივი გაერთიანების „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა, მონაწილეებმა 254 ხე დარგეს.

სამთოს მომავალი სპეციალისტებისთვის ეს დღე განსაკუთრებით სიმბოლური იყო - მათ პროფესიული ცხოვრების პირველი ნაბიჯები სწორედ ბუნებაზე ზრუნვითა და ხეების დარგვით გადადგეს.

ღონისძიება სტუდენტებისთვის ახალი გამოცდილების, საინტერესო შეხვედრებისა და გუნდური მუშაობის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და RMG-ის თანამშრომლობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სასწავლო პროცესის პირველივე ეტაპიდან საინტერესო, პრაქტიკულ და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩაერთონ.