სტუ-ის მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტები, “მასპინძლობის ინდუსტრიის” სასწავლო კურსის ფარგლებში, საერთაშორისო ბრენდინგისა და თანამედროვე მასპინძლობის სტანდარტების პრაქტიკული გაცნობის მიზნით, სასტუმრო “IBIS Tbilisi Cit”-ში იმყოფებოდნენ, რომელიც Accor-ის საერთაშორისო ჯგუფის წევრია. სტუდენტებს პროგრამის ხელმძღვანელი - ეკატერინე შილაკაძე და ასოცირებული პროფესორი - ნოდარ გრძელიშვილი ახლდნენ.
სასწავლო აქტივობის ფარგლებში სტუდენტები დეტალურად გაეცნენ სასტუმროს ოპერაციულ მენეჯმენტსა და ბრენდინგს, მათ შორის მიღება-განთავსების (Front Office), დასუფთავების (Housekeeping) და კვების (F&B) დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მდგრად განვითარებასა და ეკო-ინიციატივებს (Sustainability), Accor-ის გლობალური პროგრამების მაგალითზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა და ერთჯერადი პლასტმასის შემცირება ყოველდღიურ ოპერაციებში. ვიზიტი ასევე, მოიცავდა სასტუმროს ინფრასტრუქტურის დათვალიერებას (Site Inspection), სადაც სტუდენტებმა შეაფასეს ნომრები, საზოგადოებრივი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები და სხვა.
ვიზიტის დასასრულს ინტერაქციული კითხვა-პასუხის სესიით სასტუმროს მენეჯმენტთან, თემატური საკითხები განიხილეს, მათ შორის ინდუსტრიაში არსებული კარიერული შესაძლებლობები. პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს დაეხმარება საერთაშორისო მასპინძლობის სტანდარტების სიღრმისეულ გააზრებასა და სექტორის პროფესიონალებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებაში.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.