13 ოქტომბერი კატასტროფების რისკების შემცირების საერთაშორისო დღეა
13 ოქტომბერი კატასტროფების რისკების შემცირების საერთაშორისო დღეა. დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ცნობიერების ამაღლების, პრევენციისა და მდგრადი გარემოს შექმნის კრიტიკულ მნიშვნელობას.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, “ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა“ პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ვერეს ხეობაში იმყოფებოდნენ, სადაც გაეცნენ ხეობის გეოგრაფიულ თავისებურებებს, ბუნებრივ საფრთხეებსა და მათი პრევენციის ღონისძიებებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღვარცოფისა და წყალდიდობის რისკებს, ასევე, ბუნებრივი საფრთხეების პრევენციისა და მართვისთვის მნიშვნელოვან საინჟინრო ნაგებობებს, მათ შორის, ღვარცოფისგან დამცავ ნატანდამჭერ ცხაურებს, ნაპირდამცავ კედლებსა და წყალგამტარ გვირაბებს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.