ფაკულტეტს ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები ეწვივნენ
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა, ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის (Norwegian Geotechnical Institute - NGI) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები (Rajinder Bhasin, PhD - ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის აზიის რეგიონული მენეჯერი და ტექნიკური ექსპერტი) ფაკულტეტის საქმიანობასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს სამთო საქმისა და გეოლოგიის მიმართულებებთან დაკავშირებული მუზეუმები და მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ სასწავლო-კვლევითი ობიექტები.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საინჟინრო გეოლოგიის, მიწისქვეშა მშენებლობისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ტექნიკური და სამეცნიერო მიმართულებების განვითარებას ითვალისწინებს.
ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგია მხარეთა მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნორვეგიის გეოტექნიკურ ინსტიტუტს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.