13 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ეგიდითა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით, იაპონიის სამშენებლო და საინჟინრო სექტორის წარმომადგენელთა დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ იაპონიის რვა კომპანიის, JICA-ს ჰოკაიდოს ცენტრისა და მედიის წარმომადგენლები. სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და უნივერსიტეტის პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, რომლებმაც სტუმრებს უნივერსიტეტის საქმიანობა, აკადემიური და კვლევითი მიმართულებები გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის, სტუდენტთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მიმართულებებს, რომლებიც უნივერსიტეტისა და იაპონური კომპანიების საქმიანობას აერთიანებს - სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების დარგს, სამშენებლო ინჟინერიას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ენერგეტიკასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.
იაპონური დელეგაციის წევრებმა საკუთარი კომპანიების საქმიანობა და ტექნოლოგიური გამოცდილება წარადგინეს. კომპანიები მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, სამშენებლო მასალებისა და ნიადაგის სტაბილიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიები, გზებისა და გვირაბების ინსპექტირება, თანამგზავრული მონაცემებისა და სენსორული სისტემების გამოყენება ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, საგზაო უსაფრთხოება, საინჟინრო პროექტირება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
შეხვედრამ მხარეებს შესაძლებლობა მისცა, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება, განეხილათ თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები და გამოეკვეთათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის კავშირების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობასა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრამ საფუძველი შექმნა იაპონურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისა და საქართველო-იაპონიის აკადემიური და პროფესიული კავშირების გაღრმავებისთვის.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.