სტუ
13/10/2026

I-II კურსის სტუდენტების ექსპედიცია ვერეს ხეობაში

I-II კურსის სტუდენტების ექსპედიცია ვერეს ხეობაში.jpeg

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის “ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა“ პროგრამის I-II კურსის სტუდენტები სამეცნიერო-შემეცნებითი ექსპედიციის მიზნით  ვერეს ხეობაში იმყოფებოდნენ. 

ექსპედიციის მიზანი იყო წყალდიდობის გამომწვევი ფაქტორების, შედეგებისა და გეოგრაფიულ-ჰიდროლოგიური მექანიზმების პრაქტიკული გაცნობა, რომელიც მსგავსი ტიპის ბუნებრივ კატასტროფებს უდევს საფუძვლად.

ექსპედიციის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ბუნებრივი პროცესების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და გარემოსდაცვით საკითხებს, მიღებულ თეორიულ ცოდნას კი პრაქტიკაში გამოიყენებენ.

მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს კვლევითი უნარების განვითარებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.