RMG-ის საზაფხულო სკოლის 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
მადნეულის ისტორიულ კარიერზე RMG-ის საზაფხულო სკოლის 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტმა წელს 31 მონაწილეს უმასპინძლა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა TIMREX-ის (T-Shaped Master Programme for Innovative Mineral Resource Exploration) უცხოელ სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თეორიული ცოდნა გაეღრმავებინათ და პრაქტიკული გამოცდილება სამთო ინდუსტრიის მიმართულებით მიეღოთ. პროგრამა მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკულ და საველე აქტივობებს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე სტუდენტებმა ჯგუფური პრეზენტაციები წარადგინეს და პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს.
ღონისძიების ფარგლებში, RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობა პროგრამაში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პროფესიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და სამთო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.
ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო და პრაქტიკული შესაძლებლობების მხარდაჭერას, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და ინდუსტრიასთან კავშირის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.