სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის გეოლოგიური საზოგადოების კავშირის პრეზიდენტი - ვახან გრიგორიანი (Vahan Grigoryan) და ჰიდრავლიკის ინჟინერი - ჰოვანეს ტოკმაჯიანი (Hovhannes Tokmajyan) ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები დეტალურად გაეცნენ ფაკულტეტის სტრუქტურას, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების თანამედროვე გამოწვევები და დაისახეს სამომავლო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტიული გეგმები.
სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ორმხრივი პარტნიორობა ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.