სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის გეოლოგიური საზოგადოების კავშირის პრეზიდენტი ვახან გრიგორიანი (Vahan Grigoryan) და ჰიდრავლიკის ინჟინერი ჰოვანეს ტოკმაჯიანი (Hovhannes Tokmajyan) ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები დეტალურად გაეცნენ ფაკულტეტის სტრუქტურას, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების თანამედროვე გამოწვევები განიხილეს და სამომავლო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტიული გეგმები დაგეგმეს.
სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ორმხრივი პარტნიორობა ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას.